21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
საქართველო მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ, არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია პრინციპული და უცვლელია-მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლა დადებითად შეაფასა.

მდინარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სამაგალითო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეროვნული ინტერესებით გამოხვიდე და ის იყოს პრიორიტეტი.

"ეს გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე.

გასაკვირი არაფერია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ასეთი მიდგომა მისასალმებელია. როდესაც საუბარია დაასანქცირებს თუ არა საქართველო მაგალითად, რომელიმე მიმართულებას, საქართველო მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ, არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია არის პრინციპული და უცვლელი, მაგრამ თავის მხრივ, როდესაც სანქციების დაწესებაზე საუბარი და ეს სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოების რისკებს, საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ქართველ მოქალაქეს და მის ეკონომიკურ ინტერესს, ბუნებრივია, ქართველების და საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს ჩვენ არ გადავდგამთ და ამიტომ, არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები.

ყველაზე საინტერესო ბოლო დღეების განმავლობაში, რაც იყო, მაგალითად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც კი, ჩვენი ოპონენტები ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას ან რომელიმე აეროპორტს ან რომელიმე ქვეყანას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სანქციებს არ უწესებს სხვას.

მათი მხრიდან, ალბათ, ეს არის ისეთი ყალბი მოლოდინი, რომელიც შეიცავს არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს.

ასეთი არასდროს მომხდარა, შეუძლებელია ასეთი მოხდეს და ასეთი მსჯელობა გაიმართოს, რომ ქვეყანა ან მისი რომელიმე სუბიექტი შეიძლება დასანქცირდეს იმის გამო, რომ ის სხვას არ ასანქცირებს. ასეთი პრეცედენტი წარმოუდგენელია და ქართული საზოგადოების მიმართ ასეთი ნარატივის შეპარება შეურაცხმყოფელია" - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები