“ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“ - რეჟისორ დიმიტრი ბუთლიაშვილის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
ფილმში, ქართული ანიმაციური ხელოვნების თითქმის ასწლიანი ისტორიაა ასახული. გამოყენებულია ვიზუალური და დოკუმენტური მასალა, ძველი და ახალი ქართული ანიმაციური ფილმებიდან.
კინოსურათი, კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული პროექტია.