"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არ აწესებს სანქციებს, მაგრამ არც იძლევა სანქციების გვერდის ავლის საშუალებას.
კობახიძის განცხადებით, ვინმეს თუ აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, ამას საქართველო არ გააკეთებს.
"ასევე, შეგახსენებთ, რაც პრემიერმა აღნიშნა რამდენიმე დღის წინ კატარში. რასაც ვაჭრობს რუსეთთან საქართველო მთელი წელი საქართველო, იმას ვაჭრობს რუსეთთან ევროკავშირი ოთხი დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ჩვენც პირველ რიგში ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და სწორედ ამ ინტერესებს შეესაბამება ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ამავე დროს უზრუნველვყოთ სანქციების გვერდის არ ავლას," - განაცხადა კობახიძემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: "მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს".