26 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
"ქართული ოცნების" ასპინძის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტი მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" ასპინძის ორგანიზაციას მუნიციპალიტეტი მერი, როსტომ მაგრაქველიძე უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ასპინძაში კულტურის ცენტრში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. დღესვე თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ ახალქალაქსა და ნინოწმიმდაშიც.

"ვაგრძელებთ კონფერენციის გამართვას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. დღეს გვექნება კონფერენციები ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, სადაც ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს, ასევე გვექნება საუბარი ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ჩვენი პარტიის წევრებთან," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტიული შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრები. გარდა იმისა რომ ვირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ხდება კომუნიკაცია, ვისმენთ მათ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებზე, ვსაუბრობთ დღევანდელ გამოწვევებზე, პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე და ეს შეხვედრები გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები