04 მაისი 2024,   00:23
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი გამოწვევა არის ქვეყნის გამთლიანება - ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისუფლების მოედნიდან, სრულიად  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ იდენტობა, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა კი საქართველოს გამთლიანებაა. 
 
"უპირველეს ყოვლისა, მე მინდა მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს ეს დღე, მე მინდა მივულოცო ახალწვეულებს და მე მინდა მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მე მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო ჩვენ, უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი და ორი რამ, რაც მინდა ჩვენს ახალ თაობას შთავაგონოთ, ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და მეორე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 
 
დღის ამბები