15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
მივიჩნევ, რომ ბოლო-ბოლო, სალომე ზურაბიშვილი სწორ და სახელმწიფოებრივ პოზიციებს იკავებს - დავით უსუფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა "სახელმწიფო ინტერესებით გამსჭვალული" იყო.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი სწორ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებს.

"დღეს მე მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, პრეზიდენტისა, რომელიც ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გველაპარაკებოდა, ის სახელმწიფოს მეთაურია და მას ყოველთვის ასეთი გამოსვლა ეკადრება და მოეთხოვება, მომავალ პრეზიდენტებსაც. კი, დღეს ეს იყო სახელმწიფო ინტერესებით გამსჭვალული გამოსვლა. მთავრობა ამას შეხვდება, ალბათ, ტრადიციული კომენტარებით თუ შეძახილებით, რომ ის მოღალატეა, გზას ასცდა, ვიღაცებმა შევაცდინეთ და შეთქმულების მონაწილეა, მე კი მივიჩნევ, რომ ბოლო-ბოლო, ზურაბიშვილი სწორ და სახელმწიფოებრივ პოზიციებს იკავებს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არაა დასაძრახი, რომ პრეზიდენტმა თავისი სათქმელისთვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ტრიბუნა გამოიყენა.

"შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ 26 მაისი მსგავსი პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის და ამის ადგილი პარლამენტში უკეთესი იქნება, მაგრამ, მგონი, არსებული პოლიტიკური სიტუაცია ისეთია, ვერ გავაკრიტიკებთ პრეზიდენტს, რომ მან ეს ტრიბუნა გამოიყენა იმის აღსანიშნავად, რაც არ მოსწონს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ მიელოცა საზოგადოებისთვის. შენ თუ გულწრფელად გჯერა, რომ ქვეყანა იცვლის მიმართულებას, ორიენტაციას და რუსეთისკენ მიდის და ეს შენ გულწრფელად გაწუხებს, ლეგიტიმურია ნებისმიერ ადგილას, სადაც ყურადღებაა შენკენ მიპყრობილი, ამაზე ილაპარაკო," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები