15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"შეურაცხმყოფელი იქნებოდა ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ეწოდებინა ვინმეს ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე პროტოკოლის დარღვევის შესახებ ისაუბრა.  

პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა განცხადებები დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გააკეთეს. 

"მე რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა. გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ასე მიმაჩნდა ყოველთვის, რომ ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატვის და გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი.

რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია, მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე, ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანაშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენელებს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება დიასპორის საკითხებს, ჩვენმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენივე ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ დიასპორაზე ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება. ამით ჩვენ ვაღიარეთ პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხულია და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ვუწოდო ჩვენს დიასპორას ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი, და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ეწოდებინა ვინმეს ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. ალბათ დამეთანხმებით.

ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მინიმუმ ერთი წარმომადგენელი დიასპორის პარლამენტში მოვახვედროთ. არა თუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები