20 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
"პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისს გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ნაციონალური მოძრობა" პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას პატივს არ სცემს.

კობახიძის თქმით, ფოტოები ელენე ხოშტარიას დედამ გაავრცელა, რაც ამის ნათელი მაგალითია.

"26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს, ეს ყველამ იცოდა და შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ.

მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ "ნაცმოძრაობის" სახე. რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა, ეს ყველამ კარგად იცის მათი წარსულიდან 2012 წლამდე.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები