თბილისის მერი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლა არ სურს. კახი კალაძის თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება.
"რა შუაშია შიში, სად ნახეთ თქვენ რომ ქართული ოცნება ვინმეს აშინებდეს?! არ შევდივარ პოლემიკაში და არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან, მის განცხადებებთან იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ და ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ამ ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა პოლემიკაში შესვლა. რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, უნდა ატარებდეს ამ ქვეყნის განვითარებისთვის შესაბამის ინტერესს და დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს თუ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული,“ - აცხადებს კახა კალაძე.