კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებთან სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო. შეხვედრები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების შესახებ ცოდნის გაზიარებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში, ComCom-მა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
მოგვიანებით კი, ტექნიკურ უნივერსიტეტში 5G ტექნოლოგიის შესახებ საჯარო ლექციაც გაიმართა, სადაც სტუდენტებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.