30 დეკემბერი 2024,   21:24
ვრცლად
როგორც წარსულში, დღესაც, რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს - ბიძინა ივანიშვილი

როგორც წარსულში, დღესაც, რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი თუ რატომაც არ შეიძლება მათი ძალაუფლებასთან გაკარება.

"როგორც წარსულში, დღესაც, რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ძალაუფლებასთან ამ ხალხის გაკარება, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ არა კარგსა და უკეთესს, არამედ ომსა და მშვიდობას, გარე ძალების აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ უცხო ძალებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას, რადგან 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს არა უცხოურ აგენტურას, არამედ ეროვნული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას"!

კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი. ამ უსამშობლო ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრეს, არამედ, პირველ რიგში, უმძიმეს დანაშაულზე - დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს. სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა" პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად, მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები