21 დეკემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში, ქარიშხალმა "ბორისმა" 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. გასული ღამის განმავლობაში, ჩაძირული სახლებიდან მაშველებმა ათასი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. 800 მოქალაქე თავშესაფარშია გადაყვანილი.

იტალიის ემილია რომანიას რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 500 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. ხელისუფლება, მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებისა და თვითევაკუაციისკენ სოციალური ქსელით მოუწოდებდა. სტიქიური უბედურების ზონაში საგანგებო მდგომარეობა 38 საათის განმავლობაში იმოქმედებს. დახურულია სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები, შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

რთული ვითარებაა პოლონეთში, სადაც დატბორილ რაიონებში სამაშველო ოპერაციაში 14 000 სამხედრო მონაწილეობს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები და დაკარგულები.

სტიქიას ებრძვიან უნგრეთშიც. მდინარე დუნაის ადიდების გამო, ქვეყანა საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზეა გადასული. მოსალოდნელია, რომ ბუდაპეშტში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაიტბოროს. სამხედროებთან და მაშველებთან ერთად 4 000 ადგილობრივი მდინარის მიმდებარედ დამცავ ჯებირებს აშენებს.

ბოლო კვირის განმავლობაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში ქარიშხალმა "ბორისმა" 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდაა დაკარგული 8 ადამიანი. მეცნიერები ბუნებრივ კატასტროფას კლიმატურ ცვლილებას უკავშირებენ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები