20 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი გაიარეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში "12-კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

სასწავლო კურსი "12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამა“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოცდაერთმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

დღის ამბები