24 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "კურიერის" ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი გვიან ღამით დაიწყო

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა. დანაშუალი სოფელ "კიბეში" მოხდა. მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღვოდა. 35 წლის მამაკაცმა 30 წლის ძმას სანადირო თოფიდან ესროლა. ის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

მკვლელობის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც "კურიერმა" გაარკვია, კონფლიქტი ძმებს შორი გვიან ღამით დაიწყო. 

მომხდარის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა დატოვა დანაშაულის ადგილი და მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. 

ასევე ცნობილი ხდება ის, რომ 35 წლის მამაკაცმა უმცროსი ძმა საკუთარი მშობლების თვალწინ მოკლა. 

დღის ამბები