04 მაისი 2024,   10:57
ვრცლად
გელათის რეაბილაიტაცია - სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან მივიდნენ.

იტალიელ სპეციალისტებთან ერთად, მონასტერში არსებულ მდგომარეობას საპატრიარქოს წარმომადგენლები ეცნობოდნენ. დაიგეგმა სამუშაოების მომდევნო ეტაპი. სასულიერო პირების თქმით, გელათის გადარჩენა მნიშვნელოვანია და კონსერვაცია-რეაბილიტაცია აქტიურად გაგრძელდება. ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.

იტალიელ ექსპერტებთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესში მათი ქართველი კოლეგებიც მონაწილეობენ. ექსპერტები ამბობენ, რომ სამუშაოების სწორად წარმართვისთვის დრო არ უნდა დაიკარგოს და სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დროულად უნდა დასრულდეს.

გელათში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმაც. თეა წულუკიანმა მიმდინარე სამუშაოების შეფასებისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ტაძრის გადასარჩენად მისმა უწყებამ გადადგა.

იუნესკოს მიერ დაცული ძეგლის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები