15 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე გურიაში მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიაში სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მეწარმეებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მეწარმეებისგან მათი საჭიროებები და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრა კოლეჯ "ჰორიზონტის“ სასწავლო ცენტრში გაიმართა, სადაც 200 სტუდენტი სოფლის მეურნეობის დარგებს სწავლობს.

გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ თავის საქმიანობაში და იმ მიღწევებზე, რომელიც ამ სფეროებში არსებობს. ხაზგასასმელია მეღვინეობის განვითარება გურიის რეგიონში, რისი დიდი გულშემატკივრებიც ვართ და გვქონდა საუბარი აქ რა მიწევებია, რა საჭიროებებია და ყველა იმ საკითხს, რომელიც აქ იყო დაყენებული მივიტანთ მთავრობასთან და შევხედავთ რა შეიძლება საკანონმდებლო კუთხით გამოსწორდეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები