20 სექტემბერი 2024,   03:49
ვრცლად
შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს ატარებს

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს ატარებს.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის 350-მდე წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა "ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის".

ტრენინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო.სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დამსწრეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

დღის ამბები