04 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა, ასევე ჩატარდა ველო-მარათონი, ტურისტებისთვის მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.

"წელს პირველად ზაფხულის ფესტივალი ორდღიანია და ტრადიციულზე ადრე, 3 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის შესრულებით გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები Loudspeakers, Monster Lobsters.

წელს აჭარა 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა.

2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 102%- ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა 360 სიხშირეს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 42%-ით გაზრდილია.

ბათუმი, როგორც საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი, წელს სპორტული, კულტურული, ტურისტული ღონისძიების ცენტრი იქნება. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები