20 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა - "ბრიტანულ-ქართული აკადემია" განცხადებას ავრცელებს

"ბრიტანულ-ქართული აკადემია"  განცხადებას ავრცელებს. როგორც კერძო სკოლის ადმინისტრაცია იტყობინება, შენობის  ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის ფაქტი არ დადასტურდა. 

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ სწავლა ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება. 

ამასთან,  ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შეგახსნებთ, რომ  "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში", ევაკუაცია დილით გამოცხადდა. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. სასწავლო პროცესი შეწყდა, უსაფრთხოების მიზნით კი, მოსწავლეები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს. 

დღის ამბები