კულტურის სამინისტროს მიერ დაარსებული სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიამ სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს" წარმოადგინა.
სპექტაკლის რეჟისორები არიან გიორგი ჭანტურია და ნუგზარ ბუცხრიკიძე, ინსცენირების ავტორი და მხატვარი - ნუგზარ ბუცხრიკიძე, ქორეოგრაფი - ცისო კობახიძე, მუსიკალური გაფორმების ავტორია ირაკლი ურუშაძე.