20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ქვეყანა მზად არის 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს - კახა კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. 

"ქვეყანა მზად არის 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონები სრულად არის რეაბილიტირებული და განახლებული. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიმყოფებით და ხედავთ როგორი სილამაზეა. ყველანაირი სტანდარტით, რაც არის მოთხოვნილი UEFA-ს სტანდარტები, ყველაფერი დაკმაყოფილებულია. ახალი გასახდელები, ტრიბუნები ახალი საჯდომებით, ბალახი, ყველაფერი რაც კი იყო მოთხოვნილი ყველაფერი არის გაკეთებული.

მე მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, ზოგადად რეგიონშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება და ყველა ინფრასტრუქტურა არის მზადყოფნაში. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები