26 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები მოგლიჯა - დაზიანდა სატვირთო მანქანები, რომლებზეც 18 მსუბუქი ავტომობილი იყო მოთავსებული

სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები მოგლიჯა, შედეგად დაზიანებულია სამი სატვირთო მანქანა, რომლებზეც თავის მხრივ, საქართველოდან აზერბაიჯანში გადასატანი 18 მსუბუქი ავტომობილი იყო მოთავსებული. სატვირთო მანქანები სპეციალურ სადგომზე იყო გაჩერებული. სტიქიის გამო კახეთში დროებით შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლაც.

ლაგოდეხამდე უამინდობა იყო ყვარელში. ადიდებულმა მდინარე ფატმასურმა სოფელი გავაზი დატბორა. ზარალის დათვლა დასახლებაში დღეიდან უნდა დაიწყოს.

დღის ამბები