20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების ოსკარად წოდებული 73-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა  

ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძემ მაიამიში FIABCI-ს უძრავი ქონების ოსკარად წოდებული 73-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მაიამი უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და მსოფლიო დაჯილდოებას 5-9 ივნისს მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი.

FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე მაიამი დეიდის პორტის და საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელ პირებთან.

 

დღის ამბები