19 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სწავლება "დიდგორი 2023-ის" წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სწავლება "დიდგორი 2023-ის" წინამოსამზადებელი სემინარი გაიმართა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დაგეგმვის პროცესში მსგავსი სახის ღონისძიება პირველად ჩატარდა. უწყებათშორისი სწავლება "დიდგორი-2023“ წელს მეცხრედ გაიმართება.

"ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ყველა სახელმწიფო უწყების წარმოდგენილიყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სიახლეს სწავლების დაგეგმვის პროცესში და საშუალებას გვაძლევს, ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნას, სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიული დოკუმენტები", - განაცხადა პოლკოვნიკმა, გაერთიანებული სწავლების სამმართველოს უფროსმა ზაალ ზაალიშვილმა.

დღის ამბები