20 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
2022 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული პი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს - მას 20 წლიანი პატიომრობა შეეფარდა

ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს მოხდა, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, "სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

დღის ამბები