02 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
ქობულეთში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირები არ ადასტურებენ, რომ დაკავებისას პოლიციელს ცივი იარაღი ჰქონდა

ქობულეთში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 4 პირი არ ადასტურებს, რომ დაკავების დროს პოლიციელს ცივი იარაღი ჰქონდა - ისინი ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

შემთხვევა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს, გუშინ გვიან ღამით მოხდა - ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელებით გავრცელდა. ასევე, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ დაკავების დროს პოლიციელმა იძალადა.

ცივი იარაღის შესახებ ინფორმაციას არც ქობულეთის პოლიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი გამყრელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და 4 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სასამართლო პროცესი, რამდენიმე წუთში დაიწყება.

დღის ამბები