20 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
რამდენიმე ქალაქში ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე აიწევს - როგორი ამინდი იქნება დღეს

9 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +29 ღამის ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +27 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ლაგოდეხშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

დღის ამბები