20 სექტემბერი 2024,   03:57
ვრცლად
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული ტრენინგები ჩაატარა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები თანასწორობის უფლების თემაზე ქობულეთის, ჩაქვის, მუხაესტატეს, შუახევის, ქედას, ხულოსა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ჩატარდა. განიხილეს თანასწორობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხები.

ისაუბრეს თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს როლზე და შრომით ურთიერთობებში განსხვავებული მიდგომის აკრძალვაზე.

 

დღის ამბები