20 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
"ქეი ქლაბ" - თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნა

"ქეი ქლაბ" - ასე ჰქვია ახალ მულტიფუნქციურ სივრცეს, რომელიც თბილისში აღმაშენებლის 139-ში გაიხსნა. სივრცე, პერიოდულად, სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე თანამედროვე ხელოვანების მასპინძელი იქნება.

"ქეი ქლაბში" დამთვალიერებელმა უკვე ნახა პირველი ჯგუფური გამოფენაც, სახელწოდებით "ჩვენი დრო", სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა ინსტალაცია და ქანდაკებები.

დღის ამბები