20 სექტემბერი 2024,   04:00
ვრცლად
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოსა და ჯანდარას საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაასრულა.

მოეწყო საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.  ახლადრეაბილიტირებული სკოლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.

დღის ამბები