20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები - ვარკეთილში განახლებული რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

განახლებული რეკრეაციული სივრცე ვარკეთილში. ,ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე ფართობის პარკი გაიხსნა.

განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები.

ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ახალი სივრცე დედაქალაქის მერმა, დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

"სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი განხორციელდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთ პარკი შეემატა დედაქალაქს, სამგორის რაიონი მოსახლეობას და ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები, ჩვენთვის მთელი თბილისი მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები