20 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
თბილისის მერი სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა.

მოეწყო პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურა.

"დღეს სამგორობას აღვნიშნავთ, სამგორის რაიონის დაარსებიდან 50 წელი გავიდა და ჩვენს უძველეს დედაქალაქში ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქალაქი, ვისაც უყვარს და უხარია ქალაქის განვითარება, კეთილდღეობა. ვულოცავ სამგორში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს და მიხარია, რომ ამდენი ადამიანია შეკრებილი, გამოსულია ახალგაზრდობა და ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები