20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
დეპუტატები საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ სიახლეებს განიხილავენ 

დეპუტატები დღეს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ სიახლეებს განიხილავენ.

შესაბამის კანონში ცვლილებების მიზნად საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ქონებრივი უფლებების მართვის სისტემის განვითარება და ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებების ეფექტიან აღსრულებას.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განმარტებით, პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად არის შემუშავებული. საკითხზე მსჯელობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება.

ავტორი:მაია გრიგოლია. 

დღის ამბები