20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭომ კვლევის შედეგები წარადგინა და დისკუსიას უმასპინძლა 

"ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა" - ევროპის საბჭომ კვლევის შედეგები წარადგინა და დისკუსიას უმასპინძლა.

კვლევა ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე მოამზადა. დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, რომელიც ასახულია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს:

დევნის შემთხვევათა გამოძიება, უსაფრთხოება დემონსტრაციების დროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და მედია ორგანიზაციების შესაძლებლობები.

დღის ამბები