20 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გამართულ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს პრიორიტეტული პროექტები, ტურიზმის სფეროს მთავარი მიმართულებები, ასევე მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები. კოვიდ პანდემიის შემდეგ ეს იყო პირველი პირისპირი შეხვედრა.

დღის ამბები