20 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"ჰეფი მილის" მენიუში სასაჩუქრე წიგნს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა

"მაკდონალდსში" "ჰეფი მილის" მენიუში არსებულ სასაჩუქრე წიგნს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამის მიზეზი მუსიკოს ელტონ ჯონის და მისი პარტნიორის შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა.

სოციალურ ქსელში მომხმარებელთა უკმაყოფილო ნაწილი წერს, რომ რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

"ელტონს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც უოცნებია, მაგრამ თავს საშინლად მარტოსულად გრძნობდა. დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა", - წერია წიგნში. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, რომ წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით "სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს".

 

Open photo

დღის ამბები