20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
წვიმა, ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივნისამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

მათივე ინფორმაციით, 15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

დღის ამბები