20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
21 დაღუპული, 2 დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე - 13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა

21 დაღუპული, 2 დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე - 13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა.

2015 წელს, უპრეცედნენტო მასშტაბის სტიქია ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მეწყერმა გამოიწვია, ადიდდა მდინარე ვერე, განადგურდა ​საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორიები.

სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. ნაწილმა - დათვებმა, ლომებმა, ვეფხვებმა, მგლებმა და ბეჰემოთმა კი ვოლიერებს თავი დააღწიეს და ქალაქში გაიქცნენ.

13 ივნისი ტრაგედიასთან ერთად სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა, მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

ტრაგედიასა და მის მსხვერპლს დღეს 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.

დღის ამბები