20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
რთულია სიტყვებით გადმოცემა იმ დარტყმის, რაც 13 ივნისს იგრძნობოდა - კახა კალაძე სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა, 2015 წლის ადიდებულმა ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

დღეს ტრაგედია 13 ივნისის მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან მივიდა თბილისის მერი კახი კალაძეც და დაღუპულებთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. 

"რთულია სიტყვებით გადმოცემა იმ დარტყმის, რაც 13 ივნისს იგრძნობოდა. ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა და ის ერთიანობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას," - აღნიშნა კახი კალაძემ. 

 

დღის ამბები