20 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
რუსთავში №26 და №25 საჯაროს სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქალაქ რუსთავში №26 და №25 საჯაროს სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ორივე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 11 636 880 ლარს.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები გამართული, კეთილმოწყობილი და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

დღის ამბები