20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) რამდენიმე წევრმა დატოვა. ამის შესახებ, განცხადებები კულტურის კომიტეტის სხდომაზე გააკეთეს. 

ირინა სანიკიძე: „ინერციით დღემდე ვიყავი GCA-ს წევრი, არც იურისტი ვარ და არც ექსპერტი, ვარ ავტორი. მინდა, რომ კარგი კანონი მიიღოთ, რათა დამთავრდეს ეს დაუსრულებელი გაუგებრობები და დაპირისპირება. მე უკვე გავაპროტესტე GCA-ში ეს კამპანია და არ სრულდება, არ მინდა ვმონაწილეობდე ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან დაპირისპირებაში და საშინელი იარლიყების მიკერებაში. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამიტომ მოვედი და სიმართლე გითხრათ, ასეთი შელახული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის წევრობაც აღარ მინდა. ვაცხადებ, რომ ვტოვებ GCA-ს“.

ანი კეკუა: „GCA-ში ვარ გაწევრიანებული და გადავწყვიტე დავტოვო ორგანიზაცია. არასოდეს მიმიღია არცერთი თეთრი, არც შესრულების, არც ქავერის და არც სატელევიზიო გადაცემის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ძველი სისტემა არ მუშაობს და კარგად და არ იყო გამართული. იმედია ახალი სისტემა უფრო სანდო იქნება“.

მარკუს მეტრეველი: „მოგესალმებით. მე არ განვეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ მხარეს, არ მაინტერესებს არც რუსეთი და არც ამერიკა. მე წლების განმავლობაში GCA–ში ვარ გაწევრიანებული, მაქვს პროტესტი და შეკითხვა: ის თანხები, რომლებიც დაიხარჯა ამ პერიოდში, დაგვიბრუნდება თუ არა ავტორ–შემსრულებლებს და სად წავიდა ეს თანხები? მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ GCA-ს და ამ კანონის მიღების გარეშე გაგრძელდება ჩვენი ყოველდღიური ძარცვა“. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.


(R)

დღის ამბები