20 სექტემბერი 2024,   03:47
ვრცლად
13 ივნისი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

8 წელი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული წარსულიდან. 2015 წლის 13 ივნისი 24 ადამიანისთვის ტრაგიკულად დასრულდა, მათგან 2 დღემდე დაკარგულად ითვლება.

გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ 2015 წლის 13 ივნისს მთლიანად დატბორა სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ზოოპარკის ნაწილი და გმირთა მოედანი. ბეთანიის ფერდობზე წარმოქმნილი მეწყრის გამო სტიქიამ თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებულ ქალაქად აქცია.

სტიქიის სიმბოლოდ იქცა გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოთი-ბეგი, რომლის ზოოპარკში დაბრუნებას არაერთი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა.

8 წლის წინ, წყლით მოგლეჯილი ხეებითა და ტალახით დაფარული ქუჩების გაწმენდით სამუშაოებში, მაშველებთან ერთად ათასობით მოხალისე ჩაერთო. დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე 2015 წლის 13 ივნისი შემდეგ ქვეყნის ერთიანობის, დღედაც იქცა. მოქალაქეები დღეს,  როდესაც საქართველო გაერთიანდა პატივს ყოველწლიურად მიაგებენ.

დღის ამბები