20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს უმასპინძლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სახალხო დამცველს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლების რეალიზება და ამ მიმართულებით ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო.

საუბარი ასევე შეეხო სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

"ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნების გამოვლენა უბანზე იყოს გარანტირებული და მათ ეს შეძლონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. გარემოს იყოს ადაპტირებული, სადაც შეძლებენ არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობას. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ გვაქვს გადაკვეთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები