20 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავს

საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავს. განხილვა დღეს შედგება. ცვლილებების მიზნად საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ქონებრივი უფლებების მართვის სისტემის განვითარებასა და ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად არის შემუშავებული.

"შევიმუშავეთ აკრედიტაციის მიღების ახალი მეთოდი. ვქმნით სისტემას, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ავტომატიზებულ რეჟიმში იმისთვის, რომ იყოს გამჭვირვალე ჰონორარების განაწილების პრინციპი, იყოს სამართლიანი და რაც მთავარია, საქპატენტს ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს პერიოდულად აუდიტი. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას, უბრალოდ არის მტერი ამ სფეროსი და რომელსაც უნდა შეაფერხოს ამ სფეროს განვითარება,“ - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები