20 სექტემბერი 2024,   04:04
ვრცლად
რა უნდა გააკეთოთ, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერი არ არის ჩართული

ზაფხულის ცხელ დღეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია. მგზავრები ხშირად აღნიშნავენ, რომ კონდიციონერი დაზიანებულია და ამის გამო, დისკომფორტი ექმნებათ. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტებებს აკეთებენ.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია მონიტორინგს მუდმივად აწარმოებს. ყველა ავტობუსში გაგრილების სისტემა ჩართული უნდა იყოს. თუკი დღის განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლი ვალდებულია, შეტყობინება გადმოგვცეს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთი ავტობუსი ხაზიდან მოვხსნათ, სათადარიგოთი ჩავანაცვლოთ და კონტრაქტორ კომპანიასთან შესაკეთებლად შევიყვანოთ. რაც შეეხება მგზავრს, შეუძლია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუკის გვერდზეც მოგვწეროს შეტყობინება, ან დაგვირეკოს ცხელ ხაზზე - 2 93 44 44, თუმცა, როგორც აღვნიშნე, მძღოლი თავადვე გვაწვდის ინფორმაციას. მძღოლს არ აქვს უფლება, კონდიციონერის ჩართვაზე უარი თქვას. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაშიც, მგზავრებს შეუძლიათ, მოგვმართონ. ასეთ დროს, მძღოლი გაფრთხილებას მიიღებს", - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

დღის ამბები