20 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება.

პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის, მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოს არასრულწლოვან ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ფსიქიატრის კონსულტაციით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მათი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგიც. პარალელურად, ბენეფიციარის ოჯახის წევრები მომზადებას გაივლიან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დღის ამბები