ქვემო ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდა გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. სოფელ შულავრის შიდა გზებისა და სოფელ დამია-გეურარხში საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ღირებულება ჯამში 1 606 053 ლარს შეადგენს.