20 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
დღეს პარლამენტი საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს კენჭს უყრის

საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭს დღეს უყრის. ცვლილებების მიზანი საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე ქონებრივი უფლებების მართვის სისტემის განვითარებასა და ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ამ სფეროს მუშაობაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.

დღის ამბები