20 სექტემბერი 2024,   04:06
ვრცლად
თბილისის საკრებულოში შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლ "ჰელადოსის" პრემიერა გაიმართა

თბილისის საკრებულოში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ინტეგრირებული თეატრის, "აზდაკის ბაღის", მიერ მომზადებული სპექტაკლ "ჰელადოსის" პრემიერა გაიმართა.

ღონისძიება საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით მოეწყო. სპექტაკლის პარალელურად, საკრებულოს დარბაზში საქართველოს დაუნის სინდრომის, ასოციაცია "ანიკას" ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.

დღის ამბები