20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის "ცაცია ოსტატი" ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 100 000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79 000 ლარია.

საწარმოში 5 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველდღიურად 20,000 ცალ სათამაშოს ამზადებს. კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში იგეგმება პროდუქციის ექსპორტიც.

"სოფლის განვითარების პროგრამა" სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის" (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.

დღის ამბები